პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა
რესპუბლიკაში დაიწყო.
შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია
გაიმართა.
მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო
თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო
და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი
დახვდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე
კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის
არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაიმართება.
მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა,
რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის
ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…